ხელშეკრულება
(მომსახურეობის გაწევის თაობაზე)

ქ. ბათუმი
12 დეკემბერი 2017 წელი

ჩვენ, ერთის მხრივ,  მრავალ ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი mis: ქ. ბათუმი ფიროსმანის ქ.#18ა, წარმოდგენილი მოსახლეობს სახით (შემდეგში მოხსენიებული როგორც დამკვეთი) და მეორეს მხრივ, შპს “ბათუმის ლიფტსერვისი” (ს/კ: 405243366 მის: ქ. ბატუმი, ჯავახიშვილის ქ. #6ა, ტელ: 595 08 41 48; 557 17 97 67, ელ. ფოსტა elevatorsworld@mail.ru) წარმოდგენილი მისი დირექტორის ოთარ ფევაძეს სახით (შემდეგში მოხსენიებული როგორც შემსრულებელი) ხელს ვაწერთ წინამდებარე ხელშეკრულებას და ვთანხდებით შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1.1. ხელშეკრულების საგანია შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის მომსახურების გაწევა;

1.2. წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნკთი გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

შემსრულებლის მიერ ბათუმი, ფიროსმანი 18 ა-ში მდებარე დამკვეთის საკუთრებაში არსებულ შენობაში განთავსებული სამი ერთეული სამგზავრო ლიფთის ტექნიკური მომსახურეობა;

სამი ერთეული ლიფთის და სადარბაზოს სრული დასუფთავება;

ლიფთების, სადატბაზოს განათების და წყლის ნასოსის ელ.ენერგიის გადასახადის გადახდა;

დომოფონის სისტემის მომსახურება;

ვიდეო მონიტორინგი;

სადარბაზოს პირველი სართულის წელიწადში ერთხელ შეღებვა-მოწესრიგება;

სამგზავრო ჟეტონების წამკითხველის დამონტაჟება და ჟეტონების გადაცემა მოსახლეობისთვის;

სამი ერთეული ლიფტის ყველა დეტალის, გარდა ლიფტების ძრავისა, პასუხისმგებლობა და დაზიანების

შემთხვევაში საკუთარი სახსრებით შეცვლა შეკეთება;

ლიფტების გამართულ მდგომარეობაში ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ტექნიკური მომსახურეობა 24 საათის განმავლობაში, ლიფტების ექსპლუატციიადან გამოსვლის (შეფერხების) შემთხვევაში შემსრულებელი უხრუნველყოფს შესაბამისი სპეციალისტების მობილიზებას და ადგილზე დროულად  გამოცხადებას (დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად 24 საათის მანძილზე);

1.3. შემსრულებელი ვალდებულია თვითონ საკუთარი სახსრებით შეიძინოს მწყობრიდან გამოსული ყველა დეტალები, გარდა ლიფტის ძრავისა.

მუხლი 2. მხარეთა უფლებელი და მოვალეობები

2.1. დამკვეთი ვალდებულია:

2.1.1. შემსრულებელს და მის მიერ მოვლენილ სპეციალისტთა ჯგუფს შეუქმნას სათანადო სამუშაო პირობები;

2.1.2. უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალსიწინებული პირობების შესაბამისად ანგარიშსწორება;

2.1.3. კეთისლინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები;

2.2. დამკვეთი უფლებამოსილია:

2.2.1. მოთხოვოს შემსრულებეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულება;

2.2.2. მოითხოვოს შემსრულებლისაგან ინფორმაცია შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოებთან დაკავშირებით;

2.2.3. ზედამხედველობა გაუწიოს შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოს;

2.2.4. შემსრულებლისაგან არ ჩაიბაროს სამუშაო, თუკი შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს;

2.2.5. ისარგბელოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით;

2.3. შემსრულებელი ვალდებულია:

2.3.1. კეთილსინდისიერად და ჯეროვანად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

2.3.2. ნებისმიერ დროს (24/7) განახორციელოს დამკვეთის საკუთრებაში არსებულ სამი ერთეული ლიფტის ტექნიკური მომსახურება;

2.3.3. გამოძახებიდან არაუგვაინეს 0:10-0:30 საათისა გამოცხადდეს და უზურუნველყოს ტექნიკური მომსახურეობის გაწევა;

2.3.4. ლიფტის ძრავის დაზიანების შემთხვევაში, წინასწარ შეათანხმოს დამკვეთთან მწყობრიდან გამოსული ძრავის სახეობა და ღირებულება, ხოლო დამკვეთისაგან შესაბამისი თანხის მიწოდების შემდგომ უზრუნველყოს დეტალის შეძენა და დამონტაჟება (არაუგვიანეს 10 დღისა);

2.3.5. იმ შემთხვევაში თუკი მწყობრიდან  გამოსული დეტალის შეძენა ხორციელდება შემსრულებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის სრულად აგებს პასუხს დამკვეთის წინაშე;

2.3.6. იმ შემთხვევაში თუკი  მწყობრიდან გამოსული დეტალის შეძენა განხორციელდა დამკვეთის მიერ, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე უზრუნველყოს დამკვეთის მიერ შეძენილი დეტალის დამონთაჟება;

2.3.7. დამკვეთის მიერ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია შემსრულებლის შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით;

2.3.8. განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ხელშეკრულებაში, თუმცა აუცილებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისათვის;

2.4. შემსრულებელი უფლებამოსილია:

2.4.1. მოთოხოვოს დამკვეთს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება;

2.4.2. მოთხოვოს დამკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ანგარიშსწორება;

2.4.3. ისარგებლოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიწებული უფლებამოსილებით.

მუხლი 3. მომსახურეობის ღირებულება და ანგარიშსწორების წესი

3.1. მომსახურეობის ღირებულება ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის ყოველ ბინა-მესაკუთრეზე შეადგენს 25 (ოცდახუთ) ლარს ყოველთბიურად;

3.2. სამგზავრო ჟეტონის დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში, ყოველი დამატებითი ჟეტონის ღირებულება შეადგენს 10 ლარს;

3.3. წინამდებარე ხელშკრულების 3.1 პუნკტით გათვალისწინებულ ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალიშებული კველა გადასახადი, რის გადახდაზეც პასუხისგმებელია შემსრულებელი;

3.4. მომსახურეობის ღირებულების გადახდა წარმოებს ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;

3.5. იმ შემთხვევაში თუკი მომსახურეობის ღირებულიბა წარმოებს თანხის ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, ასეთ შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთს გადასცეს თანხის მიღების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენთი;

3.6. იმ შემთხვევაში თუკი მომსახურეობის ღირებულიბა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორბის ფორმით, ასეთ შემთხვევაში დამკვეთი მომსახურეობის ღირებულებას შემსრულებელს ჩაურიცხავს შემდეგ საბანკო ანგაარიშზე:

საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22,

ანგარიშის ნომერი: GE79BG0000000034007200

მიმღები: შპს ბათუმის ლიფტსერვისი, ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით, რომლისთვისაც გადაეცემა ყველა აბონენტს სპეციალური ბროშურები (ინსტრუქცია ჩარიცხვისათვის);

3.7. მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ყოველი სახელშეკრულებო თვის ბოლოს, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

მუხლი 4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწუვეტის წესი

4.1. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2018 წლის 31 დკემბრის ჩათვლით;

4.2. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე ამ ხელშეკრულების მოქმედების  ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე მაინც წერილობით არ აცნობებს  მეორე მხარეს ვადის გასვლის შემდეგ ურთიერთობის შეწხვეტის თაობაზე, მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება  კიდევ ერთი წლით. ამ ხელშეკრულების ყოველი მომდევნო გაგრძელება იგივე წესით, თუ მხარეები სხვა რამეზე  არ შეთანხმდეებიან;

4.3. წინამდებარე ხელშეკრულება ვადამდე წყდება (მოიშლება) შემდეგ შემთხვევებში:

4.3.1 თუკი შემსრულებელი არაჯეროვნად (არაკეთილსინდიერად) ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ  ვალდებულებებს (მათ შორის თუკი შეთანხმებული ხარისით არ ასრულებს მომსახურეობას);ყოველგვარი ჯარიმებისა და პრიგასამტეხლოს გარეშე ნებისმიერ დროს, რისთვისაც დამკვეთი შემსრულებელს აცნობებს ხელშეკრულების მასალოდნელი შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტამდე 5 დღით ადრე;

4.3.2 თუკი დამკვეთი არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის თუკი არ ახორციელებს შემსრულებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ანგარიშსწორებას;

4.3. ხელშეკრულების მოშლა არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულების მოშლამდე შესრულებისაგან.

მუხლი 5. მხარეთა პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა

5.1. თითოეული მხარე პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის;

5.2. თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარე ელექტრონულად წერილობითი ფორმით ან/და სატელეფონო შეტყვობინების ფორმით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაუძლეველი ძალიას არსებობის შესახებ, რის გამოც იგი ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას;

5.3. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეებს შორის წყდება შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითსასსამართლოს მიერ.

მუხლი 6. დამატებითით პირობები

6.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხარეთა შორის ხელმოწერილი შეთანხმების აქტის საფუძველზე;

6.2. წინამდებარე ხელშეკრულებაში რომელიმე მუხლის ან/და პუნცტის ბათილად ცნობა არ იწვევს ხელშეკრულების სხვა მუხლების ან/და პუქნტები, რომლებიც ბათილად არ იქნეს ცნობინი სავალდებულოა მხარეთა მიერ შესასრულებლად;

6.3. საკითხები, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლოით;

6.4. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად. რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი გადაეწემა მხარეებს.